რეზონანსი
14.09.2017

 (რეზონანსი) ლიბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემის დაკავებული მეზღვაურებიდან სამი ქართველია.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ლიბიაში დაკავებულ გემზე, ეკიპაჟის 11 წევრიდან სამი ქართველია, მათ შორის გემის კაპიტანიც.

სააგენტოს ინფორმაციით, ამის შესახებ მეზღვაურების ოჯახის წევრებისგან გაიგეს. შემთხვევა 29-30 აგვისტოს მოხდა, როდესაც პატარა ზომის ტანკერი დააკავეს, რომელსაც ნავთობი გადაჰქონდა.

ამ დროისთვის დაკავებული ქართველები ტრიპოლის ციხეში არიან. ტრასნპორტის სააგენტოს ცნობით, ისინი საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მუშაობენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×