(რეზონანსი) „თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი გოგი წულაია ქუთაისში, „ქართული ოცნების" ოფისთან აქციებს აანონსებს.
წულაიას თქმით, "პარკინგსერვისი", რომელიც გასულ წელს შეიქმნა, მოქალაქეებს ავტომობილის არასწორი გაჩერების გამო აჯარიმებს, ერთდღიანი გადაცილების პირობებში კი მათ გაათმაგებულ ჯარიმას უწერენ.
წულაია განმარტას, რომ მან კომპანიის საქმიანობით დაინტერესების მოთხოვნით პროკურტურას არაერთხელ მიმართა, თუმცა საგამოძიებო ორგანო თემით არ დაინტერესებულა.
"თუ ჩემს განცხადებებს რეაგირება არ მოყვება, აქციებს გავმართავთ. ადამიანები იხდიან „პარკინგსერვისის" მიერ გამოწერილ ჯარიმებს, თუმცა თანხის ასახვა არ ხდება და 150-ლარიანი საურავი ერიცხებათ. ეს ხალხის გაყვლეფაა და ამაზე ხმა ყველამ უნდა ამოიღოს,"- ამბობს წულაია.
შპს „პარკინგსერვისში" აცხადებენ, რომ ისინი კანონის ფარგლებში საქმიანობენ.
"30-დღიანი ვადის გასვლის და ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, სისტემა ჯარიმას ავტომატურად რიცხავს და ამასთან „პარკინგსერვისი" არაფერ შუაშია,"- აცხადებენ კომპანიაში.