რეზონანსი
14.09.2017

 (რეზონანსი) ჩვენს ზოლებიან ბინადრებს ოჯახში მატება აქვთ - ბიჭი გაუჩნდათ. ამის შენსახებ განცხადებას თბილისის ზოოპარკის ავრცელებს.

„დედას უფრო ჰგავს, თუ მამას? ორივეს თანაბრად. დედა უფრო უყვარს, თუ მამა? ალბათ უფრო დედა - გვერდიდან არ შორდება და სულ მის უკან დაჩინდრიკობს. მოშივდება? მიუცუცქდება დანაყრებული და იქვე, ფეხებში დასასვენებლად უწვება. დედაც ყურადღებას არ აკლებს. მკაცრად ადევნებს თვალყურს ოჯახის წევრებსა და მეზობელ კამერუნის თხებს და ვაი იმის ბრალი, ვინც შემთხვევით პატარას ხმის აწევას გაუბედავს.

„თბილისის ზოოპარკში ამჟამად უკვე 7 ბურჩელის ზებრა გვყავს. აფრიკაში მობინადრე ზებრებს შორის ბურჩელის ზებრა ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა. ცხოვრობენ დიდ ჯგუფებად, რომლებშიც მდედრების ჰარემი წამყვან მამრს ემორჩილება. ბურჩელის ზებრა ბუნებაში 9, ხოლო ტყვეობაში 40 წლამდე ცოცხლობს",- ნათქვამია თბილისის ზოოპარკში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×