რეზონანსი
14.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე შეთანხმდნენ და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას, მმართველ ძალას და ვენეციის კომისიას ერთობლივ დოკუმენტს წარუდგენენ.

ოპოზიციასა და პრეზიდენტის მრჩევლებს შორის გამართული შეხვედრაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე მონაწილეობდნენ.

როგორც აბაშიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე საკითხების შეთანხმება მოხდა, რომელიც დოკუმენტური სახით ჩამოყალიბდება და მათ შორის ვენეციის კომისიასაც გაეგზავნება.

"დღევანდელ შეხვედრაზე პრაქტიკულად ყველა საკითხზე შეთანხმება მოხდა. პოლიტიკური პარტიებისა და პრეზიდენტის გუნდის ერთიანი ხედვა ჩამოყალიბდა. უკვე უახლოეს დღეებში, მომდევნო კვირის დასაწყისში ეს ყველაფერი საბოლოოდ დოკუმენტური სახით ჩამოყალიბდება და საზოგადოებას, საპარლამენტო უმრავლესობას და ვენეციის კომისიას წარედგინება.

კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, და მათ შორის, ხელისუფლებას, რომ კონსენსუსი შესაძლებელია. დღევანდელი სამუშაო შეხვედრა იყო ამის კიდევ ერთი დადასტურება და მნიშვნელოვანია, რომ ახლა საბოლოო შანსი, საბოლოო შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის გადასარჩენად გამოვიყენოთ ", - განაცხადა აბაშიშვილმა.

შეგახნებეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა საკონსტიტუციო ცვლილებების საკუთარი ვერსია შექმნან და "ქართულ ოცნებას" გააცნონ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×