რეზონანსი
14.09.2017

 (რეზონანსი) ევროკავშირმა 2018 წლის 15 მარტამდე ინდივიდუალური სანქციები რუსეთის და უკრაინის იმ მოქალაქეების მიმართ გაახანგრძლივა, ვინც უკრაინის სუვერენიტეტის შელახვაში ეჭვმიტანილნია. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.

ამ სიაში 149 ფიზიკური პირი და 38 ორგანიზაცია შედის. მათ შორის რუსი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების წარმომადგენლები.

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ საქნციები 2014 წელს დააწესეს. ეს დაკავშირებული ყირიმის ანექსიასთან და აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებულ კონფლიქტთან იყო. ამის საპასუხოდ რუსეთმა იმ ქვეყნებიდან ექსპორტი აკრძალა, ვინც ანტირუსულ სანქციებს მხარი დაუჭირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×