რეზონანსი
14.09.2017

 (რეზონასნი) საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია. პროფკავშირების თავმჯდომარედ უკვე მეოთხედ, 4 წლის ვადით ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს.

ყრილობის დამსწრე 203 დელეგატიდან პეტრიაშვილს მხარი 139-მა დელეგატმა დაუჭირა, ხოლო ამირან ზენაიშვილს - 62 ხმა ერგო. 2 ბიულეტენი კი გაბათილდა.

კიდევ ერთმა კანდიდატმა დავით ოქიტაშვილმა კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

გაერთიანებული პროფკავშირებით თავმჯდომარის არჩევნები სასტუმრო "ჰუალინგში" პროფკავშირების ყრილობაზე გაიმართა. მას შემდეგ, რაც ოქიტაშვილმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, თავმჯდომარის პოზიციის დასაკავებლად, ერთმანეთს ძველი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და ენერგეტიკის პროფკავშირების თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი უპირისპირდებიან.

ოქიტაშვილი კი, როგორც თავად აცხადებს, პეტრიაშვილის დამარცხებას სამართლებრივი გზით აპირებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×