რეზონანსი
14.09.2017

 (რეზონანსი) „ევროპულმა საქართველომ" ქუთაისში მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. წარდგენა ქუთაისის ცენტრალურ ბაღში გაიმართა.

ადგილზე შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა მიმართეს და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს.

ევროპული საქართველოს ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით გოგისვანიძე იქნება,საკრებულოში კი გამარჯვებისთვის შემდეგი კანდიდატები იბრძოლებენ: ვაკის უბანი-სულხან საბა-ნანა ქუმელაშვილი, ძელქვიანი-ელისო დათუსანი, ავტო მშენებელი-გიორი ხუციშვილი, ავტოქარხანა-მერაბ მეშველიანი, გამარჯვება-რევაზ გვამბერაძე, ქალაქ-მუზეუმი -დათო ჯანელიძე, კახიანაური-კახა ქორიძე, საფიჩხია-ანდრო მაღლაკელიძე, ნიკეა კონსტანტინე რატიანი, უქიმერიონი-ამირან ძოწენიძე.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×