რეზონანსი
14.09.2017

 (რეზონანსი) მთავარმა პროკურატურამ მომღერალ პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის განცხადების შესწავლა დაიწყო. აღნიშნულზე ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

პროკურატურის განმარტებით, თუ განცხადების შესწავლის პროცესში დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, გამოძიებას დაიწყებენ.

„აღნიშნული განცხადება პროკურატურაში შემოტანილია. ამჟამად შესწავლა მიმდინარეობს. თუ შესწავლის პროცესში დანაშაულის ნიშნები იქნება, გამოძებას დავიწყებთ", - აცხადებენ პროკურატურაში.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოს პროკურატურას დღეს მოუწოდა პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანა"-ს საქმიანობით დაინტერესდეს.

როგორც აფბა-ს წარმომადგენელმა ანდრია გვიდიანმა განაცხადა, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უნდა გაირკვეს, ფონდიდან მილიონობით ლარი რა მიზნებისთვის იხარჯებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×