(რეზონანსი) ერგნეთის საჯარო სკოლაში, ოკუპირებული ცხინვალიდან 300 მეტრში, ახალი სასწავლო წელი, ტრადიციულად, სახელმწიფო ჰიმნითა და დროშის აღმართვით დაიწყო.
ახალი სასწავლო წლის დაწყება ერგნეთის სკოლის მოსწავლეებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელშვილმა და სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მიულოცა.
ოკუპირებული ცხინვალიდან 300 მეტრში, მდებარე სკოლაში წელს ოთხი პირველკლასელია. მათ მეთორმეტე კლასის მოსწავლეებთან ერთად, დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
პირველკლასელებს ქეთევან ციხელაშვილმა სასკოლო ნივთები გადასცა. სკოლას კი ორივე მინისტრისგან საკანცელარიო ნივთები და სპორტული ინვენტარი გადაეცა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოსწავლეებმა სწავლა ქართულ ენაზე შეძლონ.
ერგნეთის საჯარო სკოლაში სულ 65 მოსწავლე სწავლობს.