რეზონანსი
15.09.2017

 (რეზონანსი) თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის, 2016 წლის განმავლობაში, 53 836 ადამიანი, 2017 წლის 10 აგვისტომდე კი 34 512 მგზავრი დააჯარიმეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მონაცემებს სააგენტო „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წელს დაჯარიმებული 53 836 მგზავრიდან ჯარიმა 47 394-მა გადაიხადა, 5595-მა კი - არა. 2016 წლის დეკემბერში დაჯარიმებულმა 847-მა პირმა ჯარიმა მიმდინარე წლის იანვარში გადაიხადა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს, 2017 წლის 10 აგვისტომდე უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმებული 34 512 პირიდან ჯარიმა 27 372-მა გადაიხადა, 6 505-მა არ გადაიხადა, ხოლო 635-სთვის კანონით გათვალისწინებული გადახდის ვადა არ დამდგარა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×