რეზონანსი
15.09.2017

 (რეზონანსი) ლონდონის მეტროპოლიტენის „პარსონს გრინის" სადგურზე ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, არიან დაშავებულები, რომელთაც სხვადასხვა სახის დამწვრობა აღენიშნებათ. გარდაცვლილების შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე უცნობია მომხარი არის თუ არა ტერაქტი.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მობილიზებული არიან. სხვა დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×