რეზონანსი
15.09.2017

 (რეზონანსი) ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი 19-დან 22 სექტემბრის ჩათვლით ჩაიკეტება. ამის შესახებ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში განაცხადეს.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 27-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების გამო, 19 სექტემბრის 09:00 საათიდან საქართველოს საზღვარზე მოქალაქეების გატარება დროებით შეიზღუდება", - ნათქვამია განცხადებაში.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში აღნიშნეს, რომ ე.წ. გამშვები პუნქტების ჩვეულ რეჟიმში მუშაობა 22 სექტემბერს, 07:00 საათზე აღდგება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×