რეზონანსი
15.09.2017

 (რეზონანსი) "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ურბანული პოლიტიკის გეგმის პრეზენტაციაზე ერთ-ერთი საკითხად დედაქალაქის ვიზუალური სტანდარტის შექმნა დაასახელა.

როგორც კალაძემ განაცხადა, ბიზნესმა სარეკლამო აბრების გაკეთებისას ქართული ანბანი უნდა გამოიყენონ და ეს ერთ-ერთ მთავარი სტანდარტი უნდა იყოს.

"სამწუხაროდ არის კონკრეტული მაგალითები, როდესაც ქართული ასოებს არ იყენებენ. მე არავის ვეწინააღმდეგები, ნებისმიერს შეუძლია, ჩამოვიდეს, ბიზნესი განავითაროს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი სტანდარტი ქართული წარწერის გამოყენება იქნება. ძალიან ლამაზი ანბანი გვაქვს და ქართულად წარწერების გაკეთება უნდა მოხდეს", - განაცხადა კალაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×