რეზონანსი
15.09.2017

 (რეზონანსი) პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ხალხის უკანონოდ გადაყვანის საქმეში, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის ეჭვმიტანილად ცნობას ხარკოვის რაიონულ პროკურატურასთან 17:00 საათზე გააპროტესტებენ.

„ჩვენ ვრწმუნდებით, რომ მათი მეთოდები იანუკოვიჩის მეთოდებისგან არაფრით განსხვავდება. დავით საყვარელიძისთის, ასევე შეგენის გამშვებ პუნქტზე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაში მონაწილეებისთვის ეჭვმიტანილად ცნობის ოქმის გადაცემა, ამის კიდევ ერთი დასტურია", - ამბობს "ახალი ძალების მოძრაობის" წევრი ირაკლი იმნაძე.

შეგენის გამშვებ პუნქტზე 10 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებში ეჭვმიტანილად ცნობის ოქმს საყვარელიძემ გუშინ, პოლიციის განყოფილებაში ხელი მოაწერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×