რეზონანსი
15.09.2017

 (რეზონანსი) ბრიტანული გამოცემა „Financial Times" - ის ჟურნალისტი პოლ მალკინი შრი-ლანკაზე გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, ის ნიანგმა მოკლა.

სამართალდამცავების განცხადებით, 24 წლის მაკლინი ლაგუნაში აღმოაჩინეს, სადაც ის ნიანგმა შეათრია. მათივე ცნობით, ჟურნალისტს მარჯვენა ფეხზე შვიდი ჭრილობა აღენიშნებოდა.

თვითმხილველების თქმით, ჟურნალისტმა მდინარეში ხელები დაიბანა, რა დროსაც თავს ნიანგი დაესხა.

გარდაცვლილ ჟურნალისტს დღეს ექსპერტიზას ჩაუტარებენ, რათა სიკვდილის მიზეზი დაადგინონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×