რეზონანსი
15.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს სახალხო დამცველმა ტერმინი „ციგანი" ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ დისკრიმინაციის წამახალისებლად მიიჩნია. აღნიშნულზე ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

„2017 წლის 6 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მედია საშუალება შპს „პირველს" მიმართა, ვინაიდან მიიჩნია, რომ სიუჟეტში, ჟურნალისტის მიერ, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბოშა ბავშვების მიმართ გამოყენებული ტერმინი „ციგანი" დისკრიმინაციის წამახალისებელია, აქვს ნეგატიური დატვირთვა და ბოშა ბავშვების მიმართ არსებულ სტიგმას აძლიერებს.

"შესაბამისად, სახალხო დამცველმა მედია საშუალებას მიმართა, რომ ფეისბუქის გვერდიდან აღნიშნული სიუჟეტი აიღოს და მომავალში მასალის მომზადებისას არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, რომელიც დაუცველი ჯგუფის წარმომადგენელთა ღირსებას შელახავს და მათ მიმართ სტიგმის და სტერეოტიპული განწყობების გაძლიერებას ხელს შეუწყობს.

"აღნიშნული საკითხით სახალხო დამცველს არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) მიმართა", - აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×