რეზონანსი
15.09.2017

 (რეზონანსი) ლონდონის მეტრო „პარსონს გრინის" სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, საავადმყოფოში 18 ადამიანი გადაიყვანეს. აფეთქებას პოლიციამ ტერორისტული აქტი უწოდა.

ლონდონის მერმა სადიკ ხანმა განხორციელებული ტერაქტის გამო სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„ლონდონმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ტერორს არ შეუშინდება. მჭიდრო კავშირში მეტროპოლიტენის პოლიციასთან, ლონდონის სატრანსპორტო სამსახურთან, მთავრობასთან და სხვა სამსახურებთან, ვიმყოფები, რომლებიც ადგილზე მუშაობენ და შემთხვევას იძიებენ. დავესწრები საგანგებო სხდომას, რომელსაც ტერეზა მეი დღეს გამართავს. მოვუწოდებ ყველა ლონდონელს მშვიდობა შეინარჩუნონ და ინფორმაციის მისაღებად ლონდონის სატრანსპორტო სამსახურის საიტს მიმართონ" , - ნათქვამია სადიქ ხანის განცხადებაში.

გეტყვით, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა სუპერმარკეტის ჩანთაში, კონტეინერში იყო მოთავსებული. მომხდარის გამო მგზავრები პანიკამ მოიცვა, რასაც ჭყლეტაც მოყვა. რამდენიმე მგზავრი სწორედ ჭყლეტის დროს დაშავდა.

აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც მატარებელი სადგურზე შედიოდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და გამნაღმველთა ჯგუფები მივიდნენ. გავრცელდა ცნობა, რომ მეორე ბომბიც იპოვეს. თუმცა, პოლიციამ ეს ინფორმაცია უარყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×