რეზონანსი
15.09.2017

 (რეზონანსი) ლონდონში მომხდარ აფეთქებას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეხმაურება. როგორც ტრამპი „ტვიტერში" წერს, „ხელმოცარულმა ტერორისტებმა კიდევ ერთი თავდასხმა ლონდონში მოაწყვეს ".

ტრამპის თქმით, „ისინი ავადმყოფები და შეშლილები არიან, რომელთაც სკოტლანდ იარდი უთვალთვალებდა".

„ხელმოცარულ ტერორისტებს უფრო მკაცრად უნდა მოვექცეთ. ისინი გადაბირების ინსტრუმენტად ყველაზე ხშირად ინტერნეტს იყენებენ, რომელიც უნდა შევზღუდოთ და უკეთესად გამოვიყენოთ მათ წინააღმდეგ", - წერს „ტვიტერში" ტრამპი.

ლონდონის მეტრო „პარსონს გრინის" სადგურზე მომხდარი ტერაქტის შედეგად საავადმყოფოებში 18 ადამიანია გადაყვანილი. აფეთქებას პოლიციამ ტერორისტული აქტი უწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×