რეზონანსი
15.09.2017

 (რეზონანსი) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოვლენასთან დაკავშირებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება მიიღო.

დადგენილების თანახმად, თუ საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარებული წილისყრის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის ორივე წევრი ერთ საარჩევნო სუბიექტში შემავალი პარტიების მიერაა დანიშნული, ასეთ შემთხვევაში, ამ ფუნქციის შესრულება, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, აღნიშნული კომისიის წევრთაგან ერთ-ერთს დაეკისრება, ხოლო გადასატანი ყუთის წამღები კომისიის მეორე წევრის გამოსავლენად ხელახალი წილისყრა გაიმართება, ზემოაღნიშნული კომისიის წევრების მონაწილეობის გარეშე.

დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ ურთიერთშეუთანხმებლობა წარმოადგენს კომისიის წევრების უარს მათთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე და ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული კომისიის წევრები სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას კარგავენ.

ცესკო-ს დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 15 სექტემბერს გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×