(რეზონანსი) კიევის სასამართლომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ძმის დავით სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევების პროცესი დროებით შეაჩერა. საქმის განხილვა 19 სექტემბრამდე გადაიდო.
ამასთან კიევის სასამართლომ სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის მთავარი სამმართველოს პეჩერსკის რაიონული განყოფილებისგან იმ მასალების წარმოდგენა მოითხოვა, რომლის მიხედვითაც დავით სააკაშვილის სამშობლოში ან მესამე ქვეყანაში იძულებითი დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
2 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე ძმის დაკავების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ დავით სააკაშვილი კიევში სახლიდან გამოსვლისას დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
ამ ამბიდან რამდენიმე საათში კი დავით სააკაშვილი გაათავისუფლეს, მან ადვოკატთან ერთად საჩივრის წერილი დაწერა, რომელშიც წერს, რომ ის უკანონოდ დააკავეს.
2 სექტემბერს უკრაინის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არტიომ შევჩენკომ განაცხადა, რომ კიევის პოლიციის თანამშრომლებმა დავით საყვარელიძე სახელმწიფო მიგრაციულ სამსახურში მიიყვანეს იმისთვის, რომ მას უკრაინის ტერიტორია დაეტოვებინა, რადგან მისი ბინადრობის უფლება უკრაინაში მუშაობის უფლების ჩამორთმევასთან ერთად გაუქმდა.