რეზონანსი
15.09.2017

 (რეზონანსი) ცხინვალიდან თბილისში სამკურნალოდ ჩამოსულ პაციენტთა რაოდენობა, აფხაზი პაციენტების მსგავსად, ყოველწლიურად იზრდება. ინფორმაციას გამოცემა „ნეტგაზეთი" ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტატისტიკის თანახმად, 2017 წლის იანვრიდან-ივნისამდე ცხინვალიდან სამკურნალოდ 322 პაციენტი, მათ შორის 46 ბავშვი ჩამოვიდა. მათ მკურნალობაზე კი საქართველოს ბიუჯეტიდან 898 852 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება აფხაზი პაციენტების რაოდენობას, 2017 წლის იანვარი-19 ივნისის ჩათვლით, ქართული საავადმყოფოებში 543 აფხაზმა პაციენტმა, მათ შორის 94 ბავშვმა იმკურნალა. მათ მკურნალობაზე კი სახელმწიფომ 1 294 600 ლარი დახარჯა.

ჯამში, 2015 წლიდან 2017 წლის 19 ივნისამდე აფხაზ და ოს პაციენტებზე საქართველოს ჯანდაცვის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×