რეზონანსი
16.09.2017

 (რეზონანსი) ლონდონის მეტროში მომხდარი ტერაქტის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდეს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა.

კრიტიკული დონე გარდაუვალ საფრთხეზე მიუთითებს. „sky news"-ის ცნობით, სამართალდამცველებმა უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების შესწავლის შედეგად, თავდასხმის მთავარი ეჭვმიტანილის ვინაობაც დაადგინეს.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო დაჯგუფება „ისლამურმა სახემწიფომ". ხელნაკეთი ბომბი მატარებლის ვაგონში, მეტროსადგურ „პარსონს გრინის" ხაზზე, გუშინ დილით აფეთქდა, რის შედეგადაც 29 ადამიანი დაშავდა. მეტროსადგური დღეს დილით კვლავ გაიხსნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×