რეზონანსი
16.09.2017

 (რეზონანსი) თბილისში 23-ე მეტროსადგურ „უნივერსიტეტის" მშენებლობა დასრულებულია. მშენებლობა, რომელიც 84 მილიონი ლარი დაჯდა, აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა. სპეციალისტების გათვლებით, ახალი სადგური საბურთალოს რაიონში, მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს განტვირთავს და დღეში 15 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურება.

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, სტუდენტებთან და აზიის განვითარების ბანკის ვიცეპრეზიდენტთან ერთად, მეტროსადგურ „უნივერსიტეტის" სატესტო რეჟიმში მუშაობა შეამოწმა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

დედაქალაქის მეტროს მეორე ხაზის გაგრძელება დელისის სადგურიდან უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყო და 1993 წელს შეჩერდა. მშენებლობა 1998 წელს განახლდა და 2000 წლისთვის ვაჟა-ფშაველას სადგური გაიხსნა.

მეტროსადგური „უნივერსიტეტი" სავარაუდოდ ოქტომბრის დასაწყისში ამუშავდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×