(რეზონანსი) „სააკაშვილის ამომრჩეველი არ არის ცოტა, მაგრამ არის კლების მიმართულებით. მისი ადგილი არის „მატროსოვის" ციხეში, ზუსტად ისე,როგორც ნებისმიერი სხვა კრიმინალის. სააკაშვილი საქართველოში ახალ რევოლუციას ვერ მოაწყობს, ეს ნათელია" , -ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.
„მიხეილ სააკაშვილის მმართველობა საქართველოში ერთი ჩვეულებრივი „კაციჭამია რეჟიმი" იყო. ასე არ არის,რომ ცუდი ამბები კარგი ამბებით გავქვითოთ. სააკაშვილი პასუხისმგებელია მინიმუმ ერთი წამების დანაშაულში, სანდრო გირგვლიანის საქმეში. როდესაც ქართველი პოლიტიკოსი იყო, ასეთი განსაკუთრებული სიმამაცით არ გამოირჩეოდა. ის პოლიტიკური ავანტიურისტია და შესაძლოა ბევრ რამეზე წავიდეს" , - განაცხადა ხიდაშელმა.
თინა ხიდაშელის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის საქართველოში ექსტრადირების და მისი დაპატიმრების სურვილი არ აქვს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, სააკაშვილის პატიმრობა ხელისუფლებას ხელს არ აძლევს, რადგან ამით ე.წ საფრთხობელა აღარ იარსებებს,რის გამოც ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას" უჭერდა მხარს.
„საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი დღე არ ჰქონია სააკაშვილის დაპატიმრების სურვილი. ის სჭირდებოდათ მთავარ საფრთხობელად საარჩევნო ხაზზე. მისი შიშით გამოკვება მოსახლეობა „ქართულმა ოცნებამ" და სამარცხვინო საკონსტიტუციო უმრავლესობით ქვეყანა მიჰყავთ კატასტროფამდე. მისი დაპატიმრებით დასრულდება „ქართული ოცნების" მაცოცხლებელი წყარო" , - განაცხადა ხიდაშელმა.