„ექსტრადიციის მოთხოვნა და პინგ-პონგი არ უნდა დაწყებულიყო. უნდა ვილოცოთ, რომ სააკაშვილის დაჭერა ვერ მოახერხოს პოროშენკომ, რადგან ეს ხდება ჩვენი პრობლემა, „გაგვიჩალიჩა" პოროშენკომ.სააკაშვილი, როგორც „პოლიტიკური ცხოველი", ცდილობს შანსი გამოიყენოს. სააკაშვილს აქვს შანსი თავისი პერსონის მთლიანად რეაბილიტირება მოახდინოს, არა მხოლოდ უკრაინულ პოლიტიკაში, გლობალურ საჭადრაკო დაფაზე" , - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.
გია ხუხაშვილი სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში მოსალოდნელ გამოწვევებზე საუბრობს. მისი თქმით, ხელისუფლება შეცდა,როდესაც პოროშენკოს თამაშს აჰყვა.
„სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციით, საინფორმაციო ცენტრი გადმოვა საქართველოში, აქ დაიწყება სასამართლო პროცესები. პოროშენკო ცდილობს პასუხისმგებლობის მინიმუმ ნახევარი გადააბაროს ქართულ ხელისუფლებას , აიცილოს შტურმი და ნეგატიური საინფორმაციო ველი წავიდეს საქართველოსკენ. სააკაშვილის ექსტრადიცია საქართველოს ხელისუფლებისთვის არის ერთი დიდი კოშმარი" , - განაცხადა პოლიტოლოგმა ხუხაშვილმა.
ექსპერტის შეფასებით, ექსტრადირების შემთხვევაშიც დიდი შანსია,რომ სააკაშვილს პატიმრობა ვერ შეუფარდონ.
„მას შესაძლოა თავდებში ჩაუდგეს ევროპარლამენტის 50 დეპუტატი, აშშ-ის 10 სენატორი მაინც,რომ არ განხორციელდეს საპატიმრო ღონისძიება და ის არჩევნების წინ თბილისში იქნება გარეთ. ვინმეს აქვს უნარი რომ ეს სცენარი დაეთვალა?" , - განაცხადა გია ხუხაშვილმა.