რეზონანსი
16.09.2017

 (რეზონანსი) წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა საქართველოში 1071 ლარი შეადგინა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მაღალი ანაზღაურება საფინანსო სექტორშია და ის 2357 ლარს შეადგენს, მას მოსდევს მშენებლობა 1938 ლარით და სახელმწიფო მმართველობა 1363 ლარით. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიზნესკონტაქტი" ვებგვერდზე ავრცელებს.

ყველაზე დაბალი ანაზღაურება ტრადიციულად განათლების სფეროშია და ის 583 ლარს შეადგენს. 679 ლარია საშუალო ანაზღაურება სოფლის მეურნეობის სფეროში, ხოლო სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში - 796 ლარი.

მამაკაცის საშუალო თვიური ანაზღაურება საქართველოში 1297 ლარს შეადგენს, ხოლო ქალის - 811 ლარს. ქალის ანაზღაურება კაცისას ყველა სფეროში ჩამორჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×