რეზონანსი
16.09.2017

 (რეზონანსი) აშშ-ის მთავრობის დავალიანების ოდენობამ მიმდინარე წლის 8 სექტემბრის მონაცემებით, ისტორიულ ნიშნულს - 20,162 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ყოველწლიურ ანგარიშს ვალის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს სახელმწიფო ვალი 19,9 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. მიმდინარე წლის მარტის შუა რიცხვებში აშშ-ის სახელმწიფო ვალი 19,84 ტრილიონი აშშ დოლარი იყო. თუმცა, მას შემდეგ რაც ტეხასსა და ფლორიდას ორი ქარიშხალი - „ჰარვი" და „ირმა" დაატყდა თავს, გასულ კვირას ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა კონგრესს სახელმწიფო ვალის ზედა ზღვრის გაზრდისკენ მოუწოდა, რათა დაზარალებულებს დახმარება გაეწიოს.

გასულ წელს აშშ-ის სახელმწიფო ვალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 106 %-ს უდრიდა. ამჟამად კი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ვალი 20,16 აშშ დოლარს შეადგენს, რაც ქვეყნის მშპ-ზე მეტია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×