რეზონანსი
16.09.2017

 (რეზონანსი) რუსთავი-თბილისის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც ადასტურებენ.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ცეცხლი ხმელ ბალახს, ძველ საბურავებსა და ფიცრულს ეკიდა. დამწვარია 250 კვ.მ. ტერიტორია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×