(რეზონანსი) პაკისტანის ქალაქ კარაჩში შეყვარებული წყვილი, რომელიც გაქცევას და ფარულად დაქორწინებას აპირებდა, ოჯახებმა ელექტროშოკით მოკლეს, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „The Independent"-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, წყვილის ნათესავებმა ჯერ 15 წლის ბაკჰტ ჯანი, მეორე დღეს კი მისი 17 წლის შეყვარებული ელექტროშოკით მოკლეს. გამოძიების თანახმად, დანაშაულში ეჭვმიტანილნი არიან როგორც მოზარდების ოჯახის წევრები, მამები და ბიძები, ასევე ადგილობრივი საბჭოს 30-მდე წარმომადგენელი. ეჭვმიტანილი ოჯახის წევრები დაკავებულები არიან, საბჭოს წევრები კი გამოძიებას ემალებიან.
2014 წელს პაკისტანში „ღირსებისთვის მკლელობის" მოტივით 877 ადამიანი მოკლეს.
ჟურნალისტის თქმით, წყვილის ოჯახი თანახმა იყო ქორწინებაზე, მაგრამ მოხუცმა ნათესავებმა არ მოისურვეს ამ ოჯახის შექმნა. აჰმედ თარარმა, ადამიანის უფლებათა საკითხებში ფედერალურმა მინისტრმა მოგვიანებით მკვლელობები დაგმო.