რეზონანსი
16.09.2017

 (რეზონანსი) პეჩორის რაიონულმა სასამართლომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ალექსანდრ ლავრინოვიჩის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ექსმინისტრს ბრალი „საკონსტიტუციო გადატრიალებაში" ედება.

საუბარია 2010 წელს მიღებულ კანონზე, რომლითაც პრეზიდენტს უფლებამოსილება გაეზარდა.

„პეჩორის სასამართლომ იუსტიციის ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ლავრინოვიჩს აღკვეთის ღონისძიების სახით 60 დღე-ღამე შეუფარდა, 2 ნოემბრამდე" , - განაცხადა უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა.

იუსტიციის ყოფილ მინისტრს ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით ედება, რაც გულისხმობს ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივ შეცვლას, დამხობას ან სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×