რეზონანსი
16.09.2017

 (რეზონანსი) „გოლდენ სტეიტ"-ის კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, თანაგუნდელებთან ერთად ქარშხალ „ირმას" მიერ დაზარალებულ 100-მდე ძაღლსა და კატას დაეხმარება. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ოფიციალურ გვერდზე ადასტურებს.

ქარიშხალი „ირმა" პიერტო რიკოს სანაპიროდან სექტემბრის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატების ტერიტორიაზე გავრცელდა, რის შედეგადაც 7 მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. სტიქიას უკვე 100-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2017 წლის ევრობასკეტის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. მიმდინარე წლის ზაფხულში, მას შემდეგ, რაც „გოლდენ სტეიტ"-თან ერთად „NBA"-ის ჩემპიონი გახდა, ფაჩულიამ მოქმედ გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. მან „NBA"-ის ჩემპიონთა თასი საქართველოში პირველად ჩამოიტანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×