რეზონანსი
16.09.2017

 (რეზონანსი) „Google"-ს სამი ყოფილი თანამშრომელი კომპანიას გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ბრალდებით უჩივის. ინფორმაციას გამოცემა „The Verge" ავრცელებს. მომჩივანები ამბობენ, რომ „Google"-ში ქალები იმავე მოცულობისა და სირთულის სამუშაოში, რასაც კაცები ასრულებენ, ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ. მათი თქმით, ქალებისთვის ასევე დაბალია დაწინაურების შანსიც.

მომჩივანებმა Google-ი 2014-2016 წლებში კომპანიაში არსებული „სექსისტური კულტურის" გამო დატოვეს.

აგვისტოს დასაწყისში „Google"-ი სექსისტურ სკანდალში გაეხვა. კომპანიის თანამშრომელი კორპორაციის ვიცეპრეზიდენტის ახალი ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც სამუშაოზე გენდერული ბალანსის დაცვას ემხრობა. ტექნიკური მიმართულების ინჟინრებმა მაშინ თქვეს, რომ ქალს არ შეუძლია მაღალტექნოლოგიურ საქმეზე მუშაობა. „ქალებს ურჩევნიათ სოციალურ და ხელოვნებასთან დაკავშირებულ სფეროებში მუშაობა, როდესაც კაცებს „კოდირება" უყვართ" , - განაცხადა კომპმანიის ვიცეპრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×