(რეზონანსი) ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა პროტესტის მიზეზი განმარტა, რის გამოც 14 ივლისს, პარიზში, ბასტილიის დღისადი მიძღვნილ კონცერტზე არ დაუკრა. ამის შესახებ პიანისტმა „რუსთავი 2"-ზე, გადაცემა „შაბათის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
„ეს იყო პროტესტი როგორც ქართველის და როგორც ადამიანის. 14 ივლისს უნდა გაჟღერდეს მარსელიეზა, ეს არის ზეიმი,როდესაც აღვნიშნავთ,რომ ადამიანის უფლებები აქამდე მოვიტანეთ და წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. როდესაც ყველაფერი სიმბოლურია, მნიშვნელოვანია,რომ დირიჟორიც იყოს დემოკრატიულ ნაწილთან კავშირში. ჩემთვის გერგიევი არ არის ამასთან დაკავშირებული, ის პუტინის პირდაპირი პროპაგანდისტია" , - განაცხადა ხატია ბუნიათიშვილმა.
პაინისტის თქმით, მსგავსი პროტესტი ევროპაში გაუკვირდათ, რადგან პარიზის კონცერტი პროფესიულად მნიშვნელოვანი იყო.
„პარიზი, ეიფელის კოშკი, ტრანსლაცია მთელ მსოფლიოში. დიდი სურვილი მქონდა, რომ მიმეღო მონაწილეობა. პირველად იყო გაკვირვება, ფიქრობდენ ზედმეტი ხომ არ არის მსგავსი პროტესტი. ფიქრობენ,რომ ჩვენი პროფესია დაკავშირებული უნდა იყოს პოლიტიკასთნ" , - განაცხადა ხატია ბუნიათიშვილმა.