რეზონანსი
17.09.2017

 (რეზონანსი) დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედზე", გადაცემა „ქრონიკის" ეთერში ისაუბრა. მან საზოგადოებას მომავალი გეგმები გააცნო და დააანონსა,რომ მაქსიმუმ 5 წელში საქართველოში არც ერთი უსახლკარო დევნილი აღარ იქნება.

„ჩვენ გეგმიდან გადახვევას ვაპირებთ, თუ აქამდე წელიწადში დაახლოებით 200 ბინას ვაშენებდით, ახლა ვაპირებთ მომავალი 3-5 წლის განმავლობაში 30-35 ათასი ბინის აშენებას. ეს ნიშნავს,რომ მომავალ მაქსიმუმ 5 წელში უსახლკარო დევნილი არ გვეყოლება" , - განაცხადა მინისტრმა.

სოზარ სუბარის თქმით, მთლიანად 30 ათასზე მეტ დევნილს აქვს მიღებული ბინა. მათგან ნახევარი კი „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაბინავდა.

„მთლიანობაში 30 ათასზე მეტ დევნილს აქვს მიღებული ბინა.მათ შორის ნახევარს ბოლო 5 წლის განმავლობაში. ქუთაისში ახალი, 480-ბინიანი კორპუსის მშენებლობაა დაწყებული. ასევე შუამდეა მისული წყალტუბოში,სადაც 160 ოჯახი დაბინავდება. 480 ოჯახს გადაეცემა ბინები გორში. თბილისში დაახლოებით 120-მდე დევნილი მიიღებს ბინას" , - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×