(რეზონანსი) თბილისის მერობის „ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატმა, გიორგი გუგავამ „რუსთავი 2"-ზე, გადაცემა „განსხვავებული აქცენტების" ეთერში ისაუბრა. მან შალვა ნათელაშვილის მიერ მისი წარდგენის დროს ნათქვამი ფრაზა განმარტა და თქვა,რომ პარტიის ლიდერის სიტყვა წინასწარ მომზადებული არ ყოფილა.
„ეს იყო სპონტანურად ნათქვამი ფრაზა, არ იყო წინასწარ მომზადებული, მაგრამ ეფექტი ჰქონდა დიდი. მიუხედავად იმისა,რომ ეს ფრაზა ოდნავ უტრირებულად ითქვა, რეალურად მერის ფუნქციაა ემსახუროს საკუთარ ხალხს, მოუგვაროს პრობლემები,რომელიც მათ აწუხებთ. ბატონი კიარა, დაქირავებული მოსამსახურე უნდა აირჩიონ,რომელსაც ხელფასს უხდის საკუთარი ჯიბიდან მოქალაქე" , - განაცხადა გიორგი გუგავამ.
„კალაძეს აქვს სამშენებლო ინტერესები. „სემეკში" ტარიფის გაძვირებაზე განცხადება უკვე შეიტანეს მის მფლობელობაში მყოფმა ჰესებმა. თუ გუგავა არ მოვა, კალაძის გაძვირებული ტარიფების ქვითრები, „სითი პარკის" ჯარიმები და ბანკი მოვა,რომელიც აღწერს თქვენს ქონებას" , - განაცხადა მერობის კანდიდატმა.