რეზონანსი
17.09.2017

 (რეზონანსი) პრემიერმინისტრის განცხადებით, კურორტ თეთნულდის განვითარებისთვის მთლიანობაში 100 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ მან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

„სამეგრელო - ზემო სვანეთს აქვს ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი. სერიოზული სამუშაოები ჩავატარეთ თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის პოტენციალის მთლიანად ასათვისებლად, რაშიც საერთო ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება და თეთნულდი ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს ტურისტებს" , - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა სამეგრელო-ზემო სვანეთში და ზუგდიდში დაგეგმილ სხვა პროექტებზეც ისაუბრა.კვირიკაშვილის განცხადებით,ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია ჩატარდება. პროექტის ღირებულება 10 მილიონი ლარია და ის წელიწადნახევარში დასრულდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×