რეზონანსი
17.09.2017

 (რეზონანსი) უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საზღვრის გარღვევისთვის არ დააპატიმრებენ და არც ექსტრადიცია მოხდება. ამის შესახებ „BBC"-ი წერს.

„მე, როგორც გენერალური პროკურორი, ვაცხადებ, რომ სააკაშვილი ამ საქმეზე არ იქნება დაპატიმრებული, არ შეიძლება სააკაშვილის ექსტრადიცია ამ ქვეყნიდან, სანამ მას აქვს საცხოვრებელი ნებართვა" , - განაცხადა ლუცენკომ ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც კიევში მიმდინარეობდა.

ლუცენკოს თქმით, თუ სააკაშვილს სურს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილების გასაჩივრება უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე, მან უნდა მიმართოს სასამართლოს,რადგან ეს ერთადერთი კანონიერი გზაა. გენერალურმა პროკურორმა დააზუსტა, რომ მათ, ვინც სააკაშვილი საზღვარზე გადმოიყვანა, სისხლის სამართლის კოდექსთან ექნებათ საქმე.

„მათ ვინც უკრაინელ მესაზღვრეებს სცემდა, საქმე სისხლის სამართლის წარმოებასთან ექნებათ და ისინი 7 წელი უნდა ისხდნენ, რათა ყველა პოლიტიკოსმა დაიმახსოვროს - მიტინგის ჩატარება შეიძლება, საჭიროც კია, მაგრამ არ შეიძლება ჯარისკაცების ცემა, რომლებიც უკრაინის საზღვარს იცავენ" , - თქვა ლუცენკომ.

უკრაინული გამოცემის ინფორმაციით, 19 სექტემბერს სააკაშვილი უმაღლესი რადას მახლობლად მიტინგის ჩატარებას გეგმავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×