რეზონანსი
17.09.2017

 (რეზონანსი) მსოფლიოში ყველაზე დიდ ისტორიულ ტერაქტად ნიუ-იორკის 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმა ითვლება. იგი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ფართომასშტაბიანი, დესტრუქციული და ძვირადღირებული ტერორისტული თავდასხმა.

ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას" თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო ავიალაინერი შეიპყრეს, ორმა მათგანმა გეზი ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებისკენ აიღო, ორი კი სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრა - პენტაგონისა და სავარაუდოდ, თეთრი სახლის ან კაპიტოლიუმის მიმართულებით. ერთის გარდა ყველა თვითმფრინავმა სამიზნეს მიაღწია.

ტერაქტს 2977 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 343 მგზავრი და 60 პოლიციელი. დაღუპულად ითვლება ასევე 19 ტერორისტი. ისტორიაში განხორციელებულ 10 ყველაზე მასშტაბურ და ზარალიან ტერორისტულ თავდასხმასზე „ბიზნესკონტაქტი" ვებგვერდზე წერს.

1.ნიუ-იორკის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი. ეკონომიკური ზარალი: 3 ტრილიონი დოლარი;

2.ლონდონში 1993 წლის 24 აპრილს განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა. ეკონომიკური ზარალი: 1.2 მილიარდ დოლარზე მეტი;

3.1996 წლის 15 ივნისის აფეთქება მანჩესტერში. ეკონომიკური ზიანი: $966 მილიონი;

4.ლონდონში 1992 წლის 10 აპრილს „The Baltic Exchange Ltd" ბირჟაზე განხორციელებული ტერორისტული აქტი. ეკონომიკური ზარალი: $2.2 მილიარდზე მეტი;

5.2005 წლის 7 ივლისის ლონდონის ტერაქტი. ეკონომიკური ზარალი: $ 1.2 მილიარდზე მეტი;

6.1993 წლის 26 თებერვალი - ტერორისტული აქტი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაზე. ეკონომიკური ზარალი: $810 მილიონი;

7. 2001 წლის 24 ივლისში შრი-ლანკის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტი. ეკონომიკური ზარალი: $517 მილიონი;

8.ლონდონის დოკლენდის მეტროსთან ახლოს მომხდარი აფეთქება. ეკონომიკური ზარალი: $336 მილიონი;

9.1970 წლის 12 სექტემბერს იორდანიაში გატაცებული თვითმფრინავი - ცნობილი "შავი სექტემბერი" - ეკონომიკური ზარალი: $165 მილიონი;

10.2008 წლის ინდოეთის ქალაქ მუმბაის ტერაქტი. ეკონომიკური ზარალი: $149 მილიონი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×