რეზონანსი
17.09.2017

 ცენტრალურ ავტომაგისტრალზე შეკრებილი მოქალაქეები რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აპროტესტებენ. სამოქალაქო მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციას მოქალაქეები თბილისიდანაც შეუერთდნენ.

სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია" საოკუპაციო ხაზთან პატრულირებას ახორციელებს. მოძრაობამ ყარაფილა-ბერშუეთის მონაკვეთზე პატრულირება 25 ივლისს დაიწყო.მოძრაობის ორგანიზატორების განმარტებით, მათი ინიციატივა მხოლოდ სამშვიდობო ხასიათს ატარებს და მათი მხრიდან არანაირი პროვოკაცია არ მოხდება.

სამოქალაქო პატრულირებაში მონაწილეობის სურვილი თავიდან ოცმა მოხალისემ გამოთქვა. საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს სამოქალაქო აქტივისტების გადაადგილება შეთანხმებული იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×