(რეზონანსი) კატალონიის ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ რეფერენდუმის მზადებაზე ოფიციალური „Twitter"-ექაუნთი შექმნა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რეფერენდუმის გვერდი დაიბლოკა.
„სახელმწიფოს მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, ვებგვერდის მისამართის გამოქვეყნების შემდეგ, ის 708 ათასჯერ ნახეს" , - ნათქვამია კატალონიის ხელისუფლების განცხადებაში.
13 სექტემბერს, კატალონიის მთავრობის ვებგვერდი, რომელიც დამოუკიდებლობის რეფერენდუმს ეძღვნებოდა, სასამართლოს გადაწყვეტილების დაიბლოკა.
ესპანეთისგან გამოყოფაზე პლებისციტი კატალონიაში 1 ოქტომბერს ჩატარდება. ავტონომიურ რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ არაოფიციალური რეფერენდუმი ბოლოს 2014 წლის ნოემბერში გაიმართა. თუმცა, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიას კენჭისყრის შედეგების გაუქმება დაავალა, რის გამოც რეფერენდუმი არაფორმალურად გამოცხადდა.
ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულ კატალონიელთა 55% ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა, 39.8% - წინააღმდეგი; 5,3%-ს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.