რეზონანსი
17.09.2017

 (რეზონანსი) „პატრიოტთა ალიანსის" წევრები თბილისში, ვარდების მოედანზე არიან შეკრებილები და საპროტესტო აქციას მართავენ.ისინი აპროტესტებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს და მმართველ ძალას მოუწოდებენ ოპოზიციის მოთხოვნა გაითვალისწინოს.

„პატრიოტთა ალიანსი" საპროტესტო აქციების ციკლს აანონსებს. პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობასაც მიმართავენ.

„უკვე მზად არის 17 მოშიმშილე, რომელიც დღეიდან დაიწყებს შიმშილობას, 1 ოქტომბერს ისევ რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბებით, 24 სექტემბერს ბათუმში იქნება, რვა ოქტომბერს უკვე შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, მთელი ამ პერიოდის მანძილზე მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზრდება" , - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციების განმავლობაში „პატრიოტთა ალიანსს" მოთხოვნები რამდენიმე ნაწილში ექნება - კონსტიტუციის ნაწილში, პოლიტიკურ ნაწილში და სოციალურ-პოლიტიკურ ნაწილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×