რეზონანსი
17.09.2017

 (რეზონანსი) ქართველმა სპორტსმენებმა კახა კალაძის მხარდაჭერის ნიშნად, მისი საარჩევნო სლოგანის ამსახველი ბანერი მყინვარწვერზე აიტანეს. ბანერებს სლოგანით - „სიცოცხლით სავსე ქალაქი" ქართველი მთამსვლელები, ასევე, ავსტრიისა და შვეიცარიის ალპებშიც განათავსებენ - ამის შესახებ სნოუბორდის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან მშვილდაძემ „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატისა და სპორტის ფედერაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრას ფიგურული სრიალის, სნოუბორდის, სამთო-სათხილამურო სპორტის, ტრამპლინიდან ხტომის და „ფრისთაილის" ფედერაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კახა კალაძემ მათ ქალაქის განვითარების ხედვა, მათ შორის, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სპორტის პოპულარიზაციის მიმართულებით დასახული გეგმები გააცნო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×