რეზონანსი
18.09.2017

 (რეზონანსი) ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიზნით, საქართველოში პირველად გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო წარმომადგენელი - მარკ პრიტჩარდი დაინიშნა.

მარკ პრიტჩარდი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სავაჭრო-საინვესტიციო თანამშრომლობის გააქტიურებაზე იმუშავებს.

პრიტჩარდი, რომელიც სავაჭრო წარმომადგენლის თანამდებობას შეითავსებს და პერიოდულად საქართველოს ეწვევა, ფორმალურად ლიამ ფოქსის საერთაშრისო ვაჭრობის დეპარტამენტს დაექვემდებარება. იგი ასევე საქმიანობას პარლამენტარის თანამდებობაზე გააგრძელებს.

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო წარმომადგენლის რანგში, მარკ პრიტჩარდი მონაწილეობას მიიღებს ოქტომბერში ლონდონში დაგეგმილ უორდროპის სტრატეგიულ დიალოგში, რომელშიც ქართველი და ბრიტნაელი ბიზნესმენებიც იქნებიან ჩართული.

გაერთიანებულ სამეფოში სავაჭრო წარმომადგნელის პროგრამა 2012 წლიდან არსებობს და ამჟამად, 50-ზე მეტ ბაზარზე 28 სავაჭრო წარმომადგენელი საქმიანობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×