(რეზონანსი) თბილისში, პეკინის რეაბილიტირებული ქუჩა ოფიციალურად 21 სექტემბერს გაიხსნება. ამის შესახებ თბილისი მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
ნარმანიას თქმით, ქუჩაზე ყველა ძირითადი სარემონტო სამუშაო დასრულებულია და ახლა მხოლოდ დახაზვა და მოპირკეთება მიმდინარეობს.
„პეკინის ქუჩაზე ყველა ძირითადი სამუშაო დასრულებულია. ამ ეტაპზე, მხოლოდ, დახაზვისა და მცირედი მოპირკეთების სამუშაოები დარჩა. 21 სექტემბერს, დილით ცხრა საათზე პეკინის გამზირს ოფიციალურად გავხსნით",- ამბობს ნარმანია.
ცნობისთვის, პეკინის გამზირზე გზის რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო და ამისთვის სამი მილიონი ლარი გამოიყო. ქუჩაზე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოპირკეთდა ასფალტი, ასევე მოეწყო ველობილიკი.