რეზონანსი
18.09.2017

 (რეზონანსი) ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. სკოლასთან პედაგოგები და მშობლები არიან შეკრებილნი. ისინი სასწავლო პროცესის მეორე ცვლაში გადატანას აპროტესტებენ და დირექტორის გადადგომას მოითხოვენ, რის გამოც ხელმოწერები შეგროვება დაიწყეს.

ამ მიზეზით, უკვე მეორედ, სკოლაში დღეს 100 მოსწავლე საკლასო ოთახებში არ შევიდა.

სკოლას მეორე ცვლა მას შემდეგ დაემატა, როდესაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შედეგად გაირკვა, რომ მე-2 საჯარო სკოლის შენობა ამორტიზებულია. რის გამოც, როგორც მშობლები ამბობენ, მოსწავლეების გადაყვანა პირველ საჯარო სკოლაში მათთან შეუთანხმებლად მოხდა.

ცნობისთვის, ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში სულ 119 მოსწავლე სწავლობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×