რეზონანსი
18.09.2017

 (რეზონანსი) მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში აჭარის რეგიონს ყველა ადმინიტრაციული საზღვრის გავლით 1 021 996 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი რეგიონს მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 25%-ით აღემატება.

ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია პოპულარულ ტურისტულ ადგილებშიც. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების სიმრავლის მხრივ გამორჩეულია. მას მხოლოდ ივნის-აგვისტოში, გასული წლის ზაფხულთან შედარებით 30%-ით მეტი, 160 259 ტურისტი სტუმრობდა. აქედან განსაკუთრებით ბევრი 73 523 სტუმარი კი ბაღმა აგვისტოში მიიღო. ჯამში კი, 8 თვის მონაცემებით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია 35%-ით მეტი, 198 259 ვიზიტორი იმყოფებოდა.

სტუმრების სიმრავლე ბათუმის დელფინარიუმშიც შეინიშნებოდა, რომელსაც მხოლოდ ზაფხულში 143 885 ვიზიტორი სტუმრობდა. ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებით დატვირთული იყო აგვისტო. აღსაღნიშნავია, რომ დელფინების შოუ ივლისსა და აგვისტოში დღეში სამჯერ იმართებოდა. სტატისტიკურ მონაცემებში არაა შეყვანილი ბავშვები, შშმ პირები და დელფინებთან ცურვის მსურველები.

ზაფხულში 22%-ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა გონიო აფსაროსის ციხესაც, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. მიმდინარე წლის ზაფხულში მტირალას ეროვნულ პარკს 28 047 ვიზიტორი სტუმრობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×