რეზონანსი
18.09.2017

 (რეზონანსი) ლონდონის მეტროსადგურ "პარსონს გრინის" ხაზზე მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირის ფოტოები გამოქვეყნდა.

ფოტოებზე 21 წლის ეჭვმიტანილი იაჰია ფარუხია აღბეჭდილი. ფარუხი ბრიტანელმა სამართალდამცველებმა 17 სექტემბერს დააკავეს.

ლონდონის ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით პირველი ეჭვმიტანილი,18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი 16 სექტემბერს დააკავეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, სწორედ მან განათავსა პარასკევს მეტროს ვაგონში მოწყობილობა, რომლის აფეთქების შედეგადაც 30 ადამიანი დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დილის 8:20 საათზე, ლონდონში, მეტროსადგურ "პარსონს გრინის" ხაზზე, მატარებლის ბოლო ვაგონში, რომელიც ლონდონის დასავლეთიდან ქალაქის ცენტრისკენ მიემართებოდა, ხელნაკეთი მოწყობილობა აფეთქდა. ბოლო ინფორმაციით, 29 ადამიანი დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×