(რეზონანსი) „პატრიოტთა ალიანსის" წევრები ადა მარშანია, გიორგი ლომია, ნატო ჩხეიძე და დავით თარხან-მოურავი პირველ ოქტომბერს მოსკოვში გაემგზავრებიან, სადაც რუს დეპუტატებს შეხვდებიან.
მარშანიას თქმით, ვიზიტისას საუბარი საქართველოს საზღვრებზე არსებული მდომარეობაზე იქნება.
„მოსკოვში იმისთვის ჩავდივართ, რომ ახლო მომავალში სოხუმსა და ცხინვალში მაინც ჩავიდეთ. ეს ჩვენი სტრატეგია და პოლიტიკაა. მოსკოვში ჩავდივართ იმისთვის, რომ იმ უმძიმეს ვითარებაზე ვისაუბროთ, რაც ჩვენს საზღვრებზე სუფევს. ამჟამად, სახელმწიფო დუმის დეპუტატებს ვხვდებით, მაგრამ შეხვედრების არეალი გაფართოვდა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს დეპუტატებსაც შევხვდებით", - ამბობს მარშანია.
შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსმა" მოსკოვში ვიზიტის შესახებ 17 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
"პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში უკვე იმყოფებოდნენ. ისინი 11 ივლისს დუმის დეპუტატებს შეხვდნენ.