რეზონანსი
18.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დღეს მოგვიანებით გაიმართება. ამის შესახებ სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"ახლა ქალაქ მოსტისკაში მივემგზავრები, სადაც დღეს, ჩემი სახლში დაბრუნების საქმის განხილვა უნდა გაიმართოს, მაგრამ მე შემატყობინეს, რომ სასამართლო სხდომა გადაიდო და 16:15 საათზე გაიმართება.

"როგორც ჩანს, მათ ჯერ ამ "საუკუნის დანაშაულის" ყველა მტკიცებულების შეგროვება ვერ მოასწრეს. რას ვიზამთ, დაველოდები, მთავარია, რომ მშობლიურ მიწაზე ვარ", - წერს სააკაშვილი.

სასამართლო სხდომა ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკაში გაიმართება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×