რეზონანსი
18.09.2017

 (რეზონანსი) მარნეულში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ამირან გიორგაძე აღარ იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია „პირველი არხი" ავრცელებს.

როგორც პარტიაში ამბობენ, "ქართული ოცნების" მარნეულის მერობის კანდიდატი თეიმურაზ აბაზოვი იქნება.

აღნიშნულ ინფორმაციას ამირან გიორგაძე არ ფლობს. „პირველ არხთან" საუბარში გიორგაძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, სავარაუდო კანდიდატად ისევ რჩება.

ამირან გიორგაძის წინასაარჩევნო ბილბორდები ამ დრომდე მარნელის ცენტრალურ ქუჩებშია გამოფენილი. მისი ოფიციალური წარდგენა თვის ბოლოს იგეგმებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×